რუსებმა გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი - ქაცარავა

01.07.24 13:52
რუსებმა გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი - ქაცარავა

"რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად," - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა წერს.

ქაცარავა სოციალურ ქსელში ფოტომასალასაც ავრცელებს.

ასეთი ტიპის სპეც სადგომები მთელი ხაზის გასწვრივ მრავლად აქვთ მოწყობილი.

ბუნებრივია, ეს არ არის ახალი ბაზის მშენებლობა, ან თუნდაც ახალი საგუშაგოს მოწყობა, მაგრამ ცალსახად ნიშნავს ორკების სამხედრო-საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ჩვენ კი ვიგებთ ომს მშვიდობით, მაგრამ ორკები სხვანაირად ფიქრობენ აშკარად" - წერს დავით ქაცარავა.