ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი გახდა

01.07.24 14:25
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა უნგრეთი გახდა

უნგრეთი მომდევნო ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობაზე უნგრეთის სლოგანია "აქციე ევროპა ისევ დიდებული".

თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობაში შედის დღის წესრიგის შედგენა, EU-ის წევრი სახელმწიფოების შეხვედრების ხელმძღვანელობა, ამასთან, ევროპარლამენტთან კანონმდებლობების ირგვლივ შეთანხმებაზე შუამავლობა.

უნგრეთის განცხადებით, მათი პრიორიტეტებია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება, არალეგალური მიგრაციის პრობლემის მოგვარება, ეკონომიკური კონკურენტუნარიანობა.