მისცემენ თუ არა ქართულ პასპორტს დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს? - რას ამბობენ მთავრობის ადმინისტრაციაში
მისცემენ თუ არა ქართულ პასპორტს დაღესტნელ მებრძოლს, UFC-ის ჩემპიონს, რომელსაც რუსეთი დიდი ოდენობით გადასახადების დამალვაში ამხელს - "პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში პასუხობენ, რომ მოქალაქეობის მინიჭება პრემიერის კომპეტენცია არ არის, თუმცა არ უთქვამთ, რომ ეს საკითხი საერთოდ არ ყოფილა განხილვის საგანი.
საპარლამენტო უმრავლესობაში არ აქვთ ინფორმაცია, რა საკითხზე გამართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა კადიროვის თანამოაზრესთან შეხვედრა და თან ქვეყნის არაფორმალური მმართველის შვილის ცოტნე ივანიშვილის თანდასწრებით.
ინფორმაციები, ფსბ-სთან გაქვთ კავშირი. იმიტომ, რომ არც მე ვიცი, არც ჩემმა კოლეგებმა და მოდიხართ და მეკითხებით ისეთ ფაქტებს, რომელიც იცის და ფსბ-მ და შესაბამისად, ჩვენ არ ვიცოდით. თქვენ შეიძლება გაინტერესებდეთ ბევრი რამ, მაგრამ ჩემნაირი ტიპის რესპოდენტისგან უნდა მიიღოთ ისეთი პასუხები, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა, გუშინ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით გამოჩნდა საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს.
პარალელურად, ნურმაგომედოვი აქვეყნებს ვიდეომასალას, საქართველო-ესპანეთის მატჩის მიმდინარეობიდან. ამ მასალაში კარგად ჩანს, რომ რუსი ყოფილი მებრძოლი ქართულ სამთავრობო ლოჟაში ზის. პრეზიდენტის, პრემიერის და თბილისის მერის უკან.
რა მიზნით შეხვდა ირაკლი კობახიძე დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს? - "პირველებმა" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა - კითხვის საპასუხოდ, კობახიძის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კობახიძე და რუსი მებრძოლი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ.