რა მიზნით შეხვდა კობახიძე კადიროვთან დაახლოებულ სპორტსმენს? - რა უპასუხეს "პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში

01.07.24 13:04
რა მიზნით შეხვდა კობახიძე კადიროვთან დაახლოებულ სპორტსმენს? - რა უპასუხეს "პირველებს" მთავრობის ადმინისტრაციაში

რა მიზნით შეხვდა ირაკლი კობახიძე დაღესტნელ ჩემპიონს ხაბიბ ნურმაგომედოვს? - "პირველებმა" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, რა მიზანს ემსახურებოდა ეს შეხვედრა - კითხვის საპასუხოდ, კობახიძის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ კობახიძე და რუსი მებრძოლი ერთმანეთს ქუჩაში შემთხვევით შეხვდნენ. დამაზუსტებელი კითვხის საპასუხოდ, კი მაშინ, როგორ აღმოჩნდნენ თამაშზე ერთად, კობახიძის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პასუხი ვერ ექნებათ, რადგან ბილეთებს უეფა ანაწილებს.

იმ ფონზე, როცა მთავრობის ადმინისრაცია ამტკიცებს, რომ შემთხვევით შეხვდა ქუჩაში პრემიერი UFC-ის  ჩემპიონს, თავად ხაბიბ ნურმაგომედოვმა გაავრცელა ფოტო გერმანიის რესტორანში კალაძესთან და კობახიძესთან შეხვედრის, შემდეგ კი წაშალა. ამის შემდეგ ასევე სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი ფოტო კახა კალაძემ გამოაქვეყნა - ამ ფოტოებზე კი ცოტნე ივანიშვილიც ჩანს.

UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, რომელიც ამერიკაში იბრძოდა, გუშინ საქართველოს ხელისუფლების ლიდერების გვერდით გამოჩნდა საქართველო-ესპანეთის თამაშის დროს. 

პარალელურად, ნურმაგომედოვი აქვეყნებს ვიდეომასალას, საქართველო-ესპანეთის მატჩის მიმდინარეობიდან. ამ მასალაში კარგად ჩანს, რომ რუსი ყოფილი მებრძოლი ქართულ სამთავრობო ლოჟაში ზის. პრეზიდენტის, პრემიერის და თბილისის მერის უკან.

ხაბიბ ნურმაგომედოვა  განსაკუთრებული ყურადღება ბოლო დღეებში მიიქცია. ჯერ კიდევ წინა კვირას დაღესტანში მომხდარი ტერორისტუული აქტის შემდეგ, მის სკოლაში სპეცოპერაცია ჩატარდა. მერიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ერთ-ერთი ტერორისტია, რომელიც სავარაუდოდ, ნურმაგომედოვის სკოლაში სწავლობდა - ამის შემდეგ რუსეთში მისი ძებნა დაიწყეს თუმცა ნურმაგომედოვი ქვეყანაში უკვე აღარ იმყოფებოდა. ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მან მოგვიანებით განმარტა, რომ ტერორიზმში მხილებული მამაკაცი მის სკოლაში მხოლოდ ერთხელ მივიდა.

დღეს მედია წერს, რომ ნურმაგომედოვს ანგარიშები გაუყინეს. საქმე ეხება 297 მილიონ რუბლს. მედია წერდა, რომ ქვეყნის უმდიდრეს სპორტსმენს ფედერალური საგადასახადო სამსახურის წინაშე დავალიანება ჰქონდა. მისი ადვოკატები კი არ გამორიცხავენ, რომ მას პატიმრობა შეუფარდონ.

სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, რას ემსახურებოდა საქართველოს ხელსუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა და ხომ არ უნდა რუს მებრძოლს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. არსებობს მოსაზრებაც, რომ ნურმაგომედოვსს ცოტნე ივანიშვილის მასწავლებლად ამზადებენ.