Telegraph: გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, ისინი თავაწეულები, როგორც გმირები ისე უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში
"გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, ისინი თავაწეულები, როგორც გმირები ისე უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში," - ამის შესახებ Telegraph წერს და საქართველოს ეროვნული ნაკრების EURO 2024-ზე თამაშს ეხმაურება.
როგორც Telegraph წერს, კვარაცხელია და მამარდაშვილი შესაძლოა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე უფრო მაღალი დონის გუნდებში გადავიდნენ.
ვინც "ნაპოლისა" და "ვალენსიას" მატჩებს უყურებთ, კვარაცხელიასა და მამარდაშვილის კლასის შესახებ უკვე ყველაფერი გეცოდინებათ, მაგრამ EURO 2024 მათი ნიჭისა და ტალანტის გამოვლენის კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა და შესაძლოა, ისინი კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებში გადავიდნენ. დღეს დამარცხებულ გუნდს ნათელი მომავალი აქვს, ისინი გულშემატკივრების გაოცებას კიდევ მრავალი წელი შეძლებენ.