ამნისტია უნდა გავრცელდეს იმ მუხლებზეც, რომელზეც სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს - ჰერმან საბო

01.07.24 16:14
ამნისტია უნდა გავრცელდეს იმ მუხლებზეც, რომელზეც სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს - ჰერმან საბო

"ოცნების" მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტში მომხრეები უკვე გამოუჩნდა. პარტია "გირჩი" აანონსებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს. ამასთან, ჰერმან საბო ამბობს, რომ ამნისტიის შემხვევაში მასში ისეთი მუხლებიც უნდა შევიდეს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქმეებსაც შეეხება. 

„გირჩი“ ყველა სიტუაციაში, ყველა მოწვევის პარლამენტში და ყველა კონფიგურაციაში მხარს დაუჭერს ამნისტიას, პატიმრების მდგომარეობის შემსუბუქებას, მათ ციხიდან გამოშვებას თუ სასჯელის ჩამოკლებას. ეს ამნისტია რაღაც ფორმით უნდა გავრცელდეს იმ მუხლებზეც, რომელზეც სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს სასჯელი სამოხელეო დანაშაულზე. თუ ასეთი მუხლები არ შევიდა ამნისტიაში, მაშინ გასაგები იქნება, რომ მთლად გულწრფელები არ არიან, როდესაც ამბობენ, რომ სააკაშვილის საქმეში პოლიტიკური ნიშნები არ არსებობს, - ამბობს ჰერმან საბო. 

საყურადღებოა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ამნისტიიის შესახებ კანონპროექტის შესახებ თავადაც არაფერი იციან. როგორც ჩანს, დოკუმენტს, რომელიც ოცნებას გადამწყვეტ არჩევნებზე ხმების მობილიზებაში უნდა დაეხმაროს, კობახიძე ამზადებს.