Reuters: მარცხის მიუხედავად, ქართველები Euro 2024 გმირებს მიესალმებიან

01.07.24 15:44
Reuters: მარცხის მიუხედავად, ქართველები Euro 2024 გმირებს მიესალმებიან

მარცხის მიუხედავად, ქართველები Euro 2024 გმირებს მიესალმებიან - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Reuters, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ წერს.

სტატიაში წერია ისტორიულ გამარჯვებაზე პორტუგალიასთან და აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლოდინებს გადააჭარბა.

ევროს ყველაზე დაბალ რეიტინგიანმა ნაკრებმა, მასზე 66 ადგილით წინ მყოფ ესპანეთს კონკურენცია გაუწია და დამარცხდა. კლასმა თავისი შედეგი გამოიღო, თუმცა ქართველი გულშემატკივრები მაინც მხურვალე აპლოდისმენტებით ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს", - წერია სტატიაში.