"ოცნება" ცდილობს დაარწმუნოს ადამიანები, რომ მხარი ისევ მათ დაუჭირონ - ვაშაძე დაანონსებულ ამნისტიაზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდრი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ბევრი ისეთი ინიციატივით გამოვა, რომლითაც მოქალაქეების გულის მოგებას შეეცდება.
ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ დაანონსებული ამნისტიაც ამას ემსახურება, თუმცა ქართელი ახლხი მედგრად უნდა იდგეს და ეროვნულ ინტერესებზე უარი არ უნდა თქვას.
ჩვენ ძალიან ბევრ ინიციატივას ვნახავთ „ქართული ოცნების“, რომელიც შეეცდება როგორმე გადაარწმუნოს ადამიანები და ისევ მათ დაუჭირონ მხარი. მე ხალხს ვეუბნები, რომ ვიდგეთ მყარად, მედგრად და ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. რაც არ უნდა სატყუარები, ამნისტია იქნება ეს თი ფინანსური დავალიანებების ჩამოწერა თუ რავიცი, ათასი საკითხი იქნება, რასაც გამოაგდებს ახლა „ქართული ოცნება“, ამის გამო ჩვენს ეროვნულ ინტერსებზე უარი არ უნდა ვთქვათ, - ამბობს გიორგი ვაშაძე.
"ოცნება" ციხიდან ათი ათასამდე პატიმარს გამოუშვებს. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მუხლით გასამართლებულებს შეეხებათ ამნისტია.
პატიების აქტის გამოცემას თვეები ითხოვენ მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მაგრამ "ოცნება" პროცესს მაქსიმალურად აჭიანურებდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ამნისტიით "ქართული ოცნება" არჩევნებისთვის ხმების მობილიზებას ცდილობს.