"ძალიან ამაყნი და მადლიერნი ვართ" - მიქაუტაძის ემოციური პოსტი
"ძალიან ამაყნი და მადლიერნი ვართ," - გიორგი მიქაუტაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
ევრო2024-ზე მონაწილეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი წერს, რომ ამაყია, რომ მთელი ევროპის თვალწინ საქართველოს მაისურით ღირსეულად წარდგენენ.
"ძალა ერთობაშია" - წერს მიქაურაძე და ამბობს, რომ ეროვნული ნაკრები უფრო ძლიერი დაბრუნდება. მიქაუტაძე მადლობას უხდის გულშემატკივრებს:
რა თქმა უნდა, დამწუხრებული ვართ იმით, რომ ევრო 2024-ს დავემშვიდობეთ, მაგრამ ამავდროულად, ძალიან ამაყნი და მადლიერნი ვართ. ამაყნი ვართ, რადგან სადებიუტო სანაკრებო ტურნირზე, საქართველოს მაისური, მთელი ევროპის თვალწინ, ღირსეულად წარმოვაჩინეთ. ამაყნი ვართ, რადგან საქართველოსა და მის საზღვრებს მიღმა უდიდესი ენთუზიაზმი გამოვიწვიეთ. ამაყნი ვართ, ამ საოცრად ერთიანი გუნდისა და უძვირფასესი პერსონალის გამო, რომელიც ნაკრებში მუშაობს.
უთვალავი მადლობაც კი არ იქნება საკმარისი, რათა ჩვენი მადლიერება გადმოგცეთ. თქვენ, ქომაგები ჩვენი მთავარი ძალა იყავით. ვერც კი წარმოიდგენთ, რამხელა პატივია თქვენთვის სიხარულის მოტანა და თქვენს თვალებში ემოციების დანახვა. საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა! ყველაფერზე მეტად გვიყვარხართ! უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ჩვენ საქართველო ვართ! ძალა ერთობაშია," - წერს მიქაუტაძე.