როდესაც ხელისუფლება ამნისტიას არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე აანონსებს, ეს ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს - დეკანოიძე
როდესაც ხელისუფლება ამნისტიას არჩევნებამდე 2-3 თვით ადრე აანონსებს, ეს ამომრჩევლის მოსყიდვას ნიშნავს, - ამის შესახევ ევროოპტიმისტების წევრი ხატია დეკანოიძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, როგორც წესი, ენიტენიციურ სისტემას და სსკ-ს ხელისუფლება არჩევნებში ჩასარევად იყენებს.
რამდენიმე დეპუტატს ჰქონდა ეს იდეა საქართველოს პარლამენტში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ ბევრმა. იქ იყო ძალიან სერიოზული პრობლემები, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ ჰუმანურობა ძალიან მნიშვნელოვანია და როდესაც ხელისუფლება ამას აკეთებს არჩევნებამდე ორი თვით ადრე, სამი თვით ადრე, ეს ნიშნავს ზუსტად ამომრჩევლის მოსყიდვას და ამომრჩეველზე ზეწოლას. როგორც ყოველთვის, პენიტენციურ სისტემას, სსკ-ს და სადამსჯელო ოპერაციებს ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ არჩევნებში ჩაერიოს, - ამბობს დეკანოიძე.
"ოცნება" ციხიდან ათი ათასამდე პატიმარს გამოუშვებს. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მუხლით გასამართლებულებს შეეხებათ ამნისტია.
პატიების აქტის გამოცემას თვეები ითხოვენ მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მაგრამ "ოცნება" პროცესს მაქსიმალურად აჭიანურებდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ამნისტიით "ქართული ოცნება" არჩევნებისთვის ხმების მობილიზებას ცდილობს.