სააკაშვილი განსაკუთრებული დამნაშავეა - ვოლსკი "გირჩის" წინადადებაზე
"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ამნისტია მიხეილ სააკაშვილს არ უნად შეეხოს, რადგან ის განსაკუთრებული დამნშავეა. სახელისუფლები გუნდის წევრი ისევ ირწმუნება, რომ მესამე პრეზიდენტმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები გაფლანგა.
სააკაშვილი განსაკუთრებული დამნაშავეა იმ თვალსაზრისით, რომ მისი ქმედება პირდაპირ დაუპირისპირდა სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს. მე არ მგონია, მეგულებოდს საქართველოში ხშირად ისეთი ბრალდებით დაკავებული ან სამართალში მიცემული ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტიდან იპარავდნენ საკუთარი ოჯახის და საკუთარი ჯანმრთელობის თუ საკუთარი ფუფუნების სასარგებლოდ, - ამბობს ვოლსკი.
"ოცნება" ციხიდან ათი ათასამდე პატიმარს გამოუშვებს. ამ ეტაპზე უცნობია, რომელი მუხლით გასამართლებულებს შეეხებათ ამნისტია.
პატიების აქტის გამოცემას თვეები ითხოვენ მსჯავრდებულების ოჯახის წევრები, მაგრამ "ოცნება" პროცესს მაქსიმალურად აჭიანურებდა.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ამნისტიით "ქართული ოცნება" არჩევნებისთვის ხმების მობილიზებას ცდილობს.
ამასთან, გირჩის წევრი ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ ამნისტია მიხეილ სააკაშვილსაც უნდა შეეხოს.