ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები გერმანიიდან დაბრუნდნენ - ქომაგები დახვედრის სამზადისში არიან
ეროვნული ნაკრების ქომაგები გერმანიიდან დაბრუნდნენ - ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშვის მიუხედავად, გულშემატკივრები ამბობენ, რომ ამაყობენ ქართველი ფეხბურთელებით - გუნდით, რომელმაც ისტორია დაწერა.
გულდაწყვეტილები არ წამოვსულვართ ნამდვილად, არც თავდახრილები იმიტომ, რომ ბიჭებმა მოგვცეს ამის საშუალება, რომ ამაყად წამოვსულიყავით იქიდან. სტადიონიდან გამოსულები წვიმდა, მაგრამ მაინც აღვნიშნავდით გარეთ, იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი მიღწევაა, ძლიან დიდი მუხტი იყო, მიუხედავად ყველაფრის, ჩვენ დავინახეთ, რომ კიდევ დავბრუნდებით და გაცილებით უფრო მომზადებულები დავბრუნდებით. ის, რომ ჩვენ ესპანეთთან ვითამაშეთ, ეს უკვე წარმოუდგენელზე უფრო დიდი რაღაც იყო,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
საოცარი შეგრძნება იყო, მადლობა ბიჭებს, რომ შესაძლებლობა მოგვცეს, რომ ჩვენ გერმანიაში ჩავიდეთ და ვუყუროთ ევროპის ჩემპიონატის თამაშს. ალბათ, გამოვარჩევდი მამარდაშვილის, მიქაუტაძეს, ქოჩორაშვილს და კვარაცხელიას, ბევრი იშრომეს, კარგად ითამაშეს ძალიან,“ - ამბობს ერთ-ერთი პატარა გულშემატკივარი.
ისტორია ნამდვილად დაიწერა, ეს იყო წარმოუდგენელი შთაბეჭდილებები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოო დამარცხდა ესპანეთთან, ბიჭებმა თავდაუზოგავად იბრძოლეს და აჩვენეს, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება და ქართველ ხალხს მოგვეცა იმედი, რომ წინ არაერთი გამარჯვება გველის,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
ეროვნული ნაკრებმა, რომელიც პირველად გავიდა ჩემპიონატზე, შეძლო ოთხი თამაშით მთელი საფეხბურთო სამყარო აელაპარაკებინა, დაამარცხა რონალდუს პორტუგალია, ესპანეთს კი ბოლო წუთამდე სერიოზულ კონკურენციას უწევდა. ახლა ყველა ელოდება, როდის დაბრუნდებიან სამშობლოში ქართველი ფეხბურთელები, ქომაგები დახვედრის სამზადისში არიან.
ჯერ რომ ევროპაზე გავედით, ის უკვე ისტორიული მომენტი იყო და რომ არ ველოდით, რომ გავიდოდით ჯგუფურიდან, მაინც გავედით. სამწუხაროა წაგება, მაგრამ მაინც გვიხარია, რომ ვიყავით ევროპაზე და ჩვენმა ქვეყანამ სახელი გაითქვა,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
ჩვენ ვინც შეგვხვდნენ გერმანელები, სასტუმროში იქნებოდა, ქუჩაში იქნებოდა, ყველა ჩვენკენ იყო - ამბობდნენ, რომ ქართველები რა მაგრად თამაშობთ, ყოჩაღ, ჩვენ თქვენ გგულშემატკივრობთ. ავალაპარაკეთ ნამდვილად და ძალიან ხმამაღლა ავალაპარაკეთ,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხმა არ მაქვს, ძალიან მაგარი ჩასვლა იყო, ძალიან მაგარი თამაში იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მაგარი ნაკრების გულშემატკივარი ვიყავი,“ - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
შეიძლება ანგარიშით წავაგეთ, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ არ წაგვიგია - ყოველ შემთხვევაში, გამარჯვებულად ვგრძნობ თავს, ძალიან ღირსეულად ითამაშეს," - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.