"გუნდი საკუთარი ხელწერით და გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით" - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო აალაპარაკა
გუნდი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, თუმცა მედიის და სპეციალისტების ფავორიტად რჩება. მსოფლიო გრანდებმა უკვე დაიწყეს ფიქრი ქართველი ფეხბურთელების შესაძენად. მამარდაშვილი აღებული ბურთების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ადგილზეა. მიქაუტაძემ კი ქვეჯგუფი ყველაზე მეტი გატანილი გოლით დაასრულა. ქოჩორაშილით კი უკვე რამდენიმე უმაღლსეი კლასის გუნდი დაინტერესდა.
გავლენიანი მედია წერს, რომ საქართველოს ნაკრების წევრები მალე გაცილებით მაღალი დონის გუნდებში გადავლენ. ევროპაში 66-ე ადგილზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა ნამდვილის სენსაცია მოახდინა. გუნდი საკუთარი ხელწერით და გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით - მსოფლიო პრესა ქართული გვარებით არის აჭრელებული. ისტორია დაიწერა და ქართული ფეხბურთი ამ ჩემპიონატის შემდეგ სულ სხვა საფეხურზე გადავიდა. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული გუნდი მილოცვებს იღებს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.