"თავისუფლების მოედანი" - რუსული კანონის მოწინააღმდეგეებმა ახალი მოძრაობა დააფუძნეს
"თავისუფლების მოედანი" - ახალი პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ დაფუძნდა. ადამიანები, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში თვეების განმავლობაში იდგნენ და რომლებიც არასდროს პოლიტიკური პროცესების მონაწილეები არ ყოფილან, ფიქრობენ, რომ ცვლილებების დრო დადგა.
ეს იქნება მოძრაობა, რომელიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის ხიდის ფუნქციას შეასრულებს. მანიფესტი მომზადებულია და მასზე ხელმომწერების რაოდენობაც უკვე საკმაოდ ბევრია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.