შიკრიკი ამერიკაში ოლიგარქის საქმეების დასალაგებლად - ჩამოუტანა თუ არა ლილუაშვილმა "ოცნებას" სანქცირებულთა სია?

01.07.24 20:02
შიკრიკი ამერიკაში ოლიგარქის საქმეების დასალაგებლად - ჩამოუტანა თუ არა ლილუაშვილმა "ოცნებას" სანქცირებულთა სია?

 

 

შიკრიკი ამერიკაში ოლიგარქის საქმეების დასალაგებლად - სანქციების შემდეგ   ივანიშვილმა საგანგებო მისიით შტატებში სუსის უფროსი აფრინა.  ჩამოუტანა თუ არა ლილუაშვილმა "ოცნებას" სანქცირებულთა სია? სუსში ადასტურებენ, რომ სპეცსამსახურების შეფი შტატებში იმყოფებოდა, მაგრამ არ პასუხობენ კითხვას, რისთვის წავიდა - ქვეყნის თუ ოლიგარქის ინტერესებისთვის.  

"სჯობდა არ წასულიყო, ისეთი ამბები მოაქვს ივანიშვილისთვის" - ლილუაშვილის შტატებში საგანგებოდ წასვლის ამბავი ექს პრემიერმა გახარიამ გათქვა. "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ამერიკიდან თავად ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, ამტკიცებს, რომ ლილუაშვილი ოლიგარქმა შტატებში სანქციების შიშის გამო გააგზავნა. ახლა ივანიშვილი პანიკაშია და შუმავლების დახმარებით ცდილობს გაარკვიოს, არის თუ არა თავად შტატების მთავრობის მიერ მომზადებულ შავ სიაში.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.