ვამაყობ რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ, საქართველოს გაუმარჯოს! ჩვენ ვართ საქართველო! - მექვაბიშვილი
"ოცდაერთწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საკუთარი ქვეყნის მინდორზე გაყვანა, ჩემთვის ოცნებაზე მეტი იყო. ერთი წლის თავზე ევროპის მთავარ სცენაზე უკვე ეროვნულ გუნდთან ერთად ყოფნა ენით აღუწერელი გრძნობაა", - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი ევრო2024-ზე საქართველოს გასვლას.
ვამაყობ რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ, ვამაყობ რომ ასეთი გუნდელები მყავს, ვამაყობ რომ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს და ვამაყობ რომ ქართველი ვარ!
საქართველოს გაუმარჯოს! ჩვენ ვართ საქართველო!" - წერს მექვაბიშვილი.