თეა წულუკიანი "მთავარი არხის" მიკროფონს არ აბრუნებს
კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი, "მთავარი არხის" ჟურნალისტს წართმეულ მიკროფონს არ უბრუნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის დანაშაულზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. უწყებას არც ჟურნალისტი ემა გოგოხია დაუკითხავს, რომელსაც წულუკიანმა მიკროფონი წაართვა.
მეხუთე დღეა, ,,მთავარი არხის" მიკროფონს მინისტრი წულუკიანი ფლობს.
მაშინ გამოვიძახე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. მას შემდეგ არავინ დამკავშირებია. მე შევეცადე გამერკვია, მიმდინარეობდა თუ არა გამოძიება, თუმცა ჩემს ზარებსაც არ პასუხობენ. ამ დრომდე შეფერხებით მიწევს მუშაობა ", - ამბობს ემა გოგოხია.