ივანიშვილი საქართველოს ბედით ვაჭრობს - ბოკუჩავა

01.07.24 22:55
ივანიშვილი საქართველოს ბედით ვაჭრობს - ბოკუჩავა

"ივანიშვილი საქართველოს ბედით ვაჭრობს" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებების გამო, ოფიციალურ თბილისსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობაა.

ივანიშვილისგან განსხვავებით, რომელსაც შეუძლია ივაჭროს ყველათი და ყველაფრით და მზად არის და ვაჭრობს კიდეც ქვეყნის ბედით, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ურთიერთობები დამყარებულია ღირებულებებზე და ფასეულობებზე. ქართველ ხალხსა და ამერიკელ ხალხს აერთიანებთ ღირებულებები, მათ შორის, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები. თუმცა ეს არ აერთიანებს ვაშინგტონსა და ოფიციალურ თბილისს, ანუ, ივანიშვილს და ივანიშვილის დღევანდელ ხელისუფლებას და შესაბამისად, მისი ემისრები ვერანაირად ვერ აღადგენენ გაფუჭებულ ურთიერთობას, რომელიც სამწუხაროდ, დღეს არის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის", - ამბობს თინა ბოკუჩავა.