გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ამ დღეებშიც კი საკუთარი ვულგარული ქცევით გაღიზიანება გამოიწვია - ბუაძე

01.07.24 23:46
გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ამ დღეებშიც კი საკუთარი ვულგარული ქცევით გაღიზიანება გამოიწვია - ბუაძე

"გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ამ დღეებშიც კი მოახერხა და გაღიზიანება გამოიწვია საკუთარი ვულგარული ქცევით" - ამის შესახებ განცხადება "ლელო საქართველოსთვის" წევრმა, საბა ბუაძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.

საბა ბუაძის თქმით, "ქართული ოცნება" საზოგადოების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ქვეყანაში კრემლის ინტერესებს ატარებს. 

ჩვენ ვდგავართ სერიოზული გამოწვევის წინაშე. ამ სიხარულის და წარმატების მიუხედავად, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს, რომელიც აკეთებს მთავარს, რომ საქართველო დააშოროს ევროპას, საქართველო დააშოროს საკუთარ ისტორიულ ადგილს, ოჯახს და დატოვოს რუსეთის პირისპირ. გვყავს ხელისუფლება, რომელიც ჰიბრიდულ ომში იმყოფება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და გვყავს ხელისუფლება, რომელმაც ამ დღეებშიც კი მოახერხა და გაღიზიანება გამოიწვია საკუთარი ვულგარული ქცევით. იქნებოდა ეს ივანიშვილის ოჯახის წევრების გასახდელში შეპარვა და საკუთარი პრივილეგიის უხეში და სამარცხვინო ფორმით დემონსტრირება, თუ ამ ადამიანების პოზირება და ამ წარმატების მიწებების მცდელობა", - ამბობს საბა ბუაძე.