"ოცნებას" ესმის, რომ მათი მავნებლური ნაბიჯები მათ მიმართ დამსახურებულ სანქციებს გამოიწვევს - ჯაფარიძე
"ოცნებას" ესმის, რომ მათი მავნებლური ნაბიჯები მათ მიმართ დამსახურებულ სანქციებს გამოიწვევს, - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი ენტონი ბლინკენის გუშინდელ განცხადებას. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, "ოცნების" წინააღმდეგ სანქციების დაწესებით აშშ-მ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, პრაქტიკულად, მიუღებელ პირებად გამოაცხადა.
რიგი ადამიანები უკვე დასანქცირდნენ. ეს არ არის მხოლოდ ვიზების შეზღუდვა, არამედ ეს არის ამ ადამიანების არასასურველ პირებად გამოცხადება აშშ-ს ანუ დასავლური სამყაროს მიერ. ამას, ცხადია, რომ აქვს თავისი ძალიან შორს მიმავალი შედეგები. ამიტომ, „ქართული ოცნების“ სპიკერებს, რომლებიც ცდილობენ, რომ თავიანთ ამომრჩეველს უთხრან, რომ ვითომ არაფერი ხდება, კარგად ესმით ის, რომ მათი შემდგომი მავნებლური ნაბიჯები გამოიწვევს მათ მიმართ დამსახურებულ სანქციებს, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გუშინ ისევ "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული რუსული კანონის საფრთხეებზე ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას დამატებით სანქციებს უანონსებს.