როგორც ჩანს, წინ არის ფინანსური სანქციები - თეონა აქუბარდია

02.07.24 11:37
როგორც ჩანს, წინ არის ფინანსური სანქციები - თეონა აქუბარდია

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სავიზო სანქციების დაწესების შემდეგ აშშ ფინანსურ შეზღუდვებსაც მიიღებს. აქუბარდია შტატებსგან არც  სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას გამორიცხავს. მისი თქმით, ამის მიზეზი სწორედ "ქართული ოცნების" მიერ გადადგმული ნაბიჯებია. 

როგორც ჩანს, წინ არის ფინანსური სანქციები, რომელსაც ხაზინის თანხმმობა სჭირდება. ისევე, როგორც ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო დონეზე მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, რომელიც „ქართული ოცნების“ საშინაო და საგარეო ვექტორის ცვლიდან გამომდინარეობს, რაც კიდევ ერთხელ არის ქართველი ხალხის მხარდამჭერი ქმედება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ბატონი ლილუაშვილის ვიზიტი იყო წარუმატებელი ივანიშვილისთვის, - ამბობს აქუბარდია. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გუშინ ისევ "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული რუსული კანონის საფრთხეებზე ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას დამატებითი სანქციები დაუანონსა.