უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება - ღარიბაშვილი

26.07.21 11:34
უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ინფიცირების რაოდენობის გაორმაგება - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას რუსთაველზე გამართულ აქციებს აბრალებს.  ღარიბაშვილის თქმით, აქციების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობა გაორმაგდა. 

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე დინამიკას. მოგეხსენებათ, რომ პრაქტიკულად გაორმაგდა ბოლო ორ კვირაში ინფიცირების რაოდენობის. აქვე მინდა აღვნიშნო, მე ვიტყოდი, სავსებით სამართლიანად, რომ რამდენიმე დღიანი უპასუხისმგებლო აქციების პირდაპირი შედეგია ის, რაც მოხდა, ამ აქციების შემდეგ მოხდა ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოვიჩინოთ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს აქტივობას ნებისმიერ შეკრებას, ხალხმრავალ შეკრებებს", - თქვა ღარიბაშვილმა.