რა ხდება გელათში? - სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა

02.07.24 11:52
რა ხდება გელათში? - სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დაიკეტა

გელათის სამონასტრო კომპლექსი დღეიდან 15 აგვისტომდე ვიზიტორებისთვის დაიკეტ - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.