ოპოზიცია ხელოვნურ სუნთქვას საჭიროებს, აქედან გამომდინარეა ეს ვნებათა ღელვა - ქადაგიშვილი აშშ-ს სანქციებზე
შშ-დან მორიგი სანქციების დაანონსების შემდეგაც "ქართული ოცნება" უკან არ იხევს. ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ სანქციების არ სჯერა და იმ შემთხვევაში თუ ამერიკა სანქციების პოლიტიკას მაინც გააგრძელებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის ინტერესებზე დაასხამს წყალს.
ამასთან, სახელისუფლებო გუნდის წევრი ირწმუნება, რომ ევროკავშირი რუსული კანონის არმიღების შემთხვევაშიც საქართველოსთან მოლაპარაკებებს არ გახსნიდა.
ამ სანქციების შინაარსი ჯერჯერობით არის ყველასთვის გაურკვეველი. როგორც ჩანს, თეთრი სახლიც და სახელმწიფო დეპარტამენტიც, პრესსპიკერების განცხადებებიც ამიტომ არის ბუნდოვანი. არჩევნებამდე ბოლომდე კარგი ხარ თუ საქართველოს ხელისუფლებაო არავინ არ იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენი ოპოზიცია, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, საერთოდ რეანიმაციულ განყოფილებასაც აღარ დაექვემდებარება. ამიტომ დუღილის ეს პატარა ტემპერატურა იქნება შენარჩუნებული არჩევნებამდე. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ არჩევნებამდე არც მოლაპარაკებების გახსნაზე, საერთოდ ეს კანონი რომ არ ყოფილიყო, არც მაშინ არავინ გაგიხსნიდათ მოლაპარაკებებს, იმიტომ, რომ ისევ ამის გამო, რომ ეს ოპოზიცია, რომელმაც საკუთარ თითლიკვიდაციაზე იმუშავა განსაკუთღებით 2020 წლის შემდეგ, საჭიროებს ხელვნურ სუნთქვას, აქედან გამომდინარეა ყველა ეს ვნებათა ღელვა, - ამბობს ქადაგიშვილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გუშინ ისევ "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული რუსული კანონის საფრთხეებზე ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას დამატებითი სანქციები დაუანონსა.