რა გზასაც დაადგა "ოცნება", იმის შესაბამის ზომებს იღებს დასავლეთი - ცისკარიშვილი აშშ-ს სანქციებზე

02.07.24 13:47
რა გზასაც დაადგა "ოცნება", იმის შესაბამის ზომებს იღებს დასავლეთი - ცისკარიშვილი აშშ-ს სანქციებზე

ენმ-ს გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნებისთვის" სავიზო სანქციების დაწესების შემდეგ აშშ მათ ფინანსურ სანქციებსაც დაუწესებს. ოპოზიციის წევრის თქმით, რა გზასაც დაადგა "ოცნება", იმის შესაბამის ზომებს იღებს ახლა დასავლეთი.

სანქციები ორი მიმართულებით შეიძლება გაღრმავდეს. პირველი არის ის, რომ სავიზო შეზღუდვები დაედოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ ასეთი შეზღუდვები არ აქვთ და მეორე მიმართულებაა, კიდევ უფრო მწვავე რომელიც იქნება, ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ქონების ყადაღებსაც და მათი აქტივების დაყადაღებას ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა მარალჩინოსნების. მათ უნდა შეესმინათ არა მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების წუხილი, არამედ საქართველოს შიგნით რა ამბებიც ხდებოდა, რომ ქართველ ხალხს არ მოსწონდა ამ კანონის მიღება და რუსეთისკენ გეზის აღება. არაფერი არ შეისმინეს და ყველაფერი არის მიზეზშედეგობრივი. რა გადაწყვეტილებებიც მიიღეს და რა გზასაც შეადგნენ, იმის შესაბამის ზომებს იღებენ დასავლეთის მხრიდან, - ამბობს ცისკარიშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გუშინ ისევ "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული რუსული კანონის საფრთხეებზე ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას დამატებითი სანქციები დაუანონსა.