აშშ-გან სანქციებს არ ველოდები, კრიტიკაც კი უსამართლოდ მიმაჩნია - ვოლსკი
ენტონი ბლინკენის გუშნდელი განცხადების შემდეგ გიორგი ვოლსკი მაინც ამტკიცებს, რომ აშშ-დან სანქციებს არ ელოდება. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ ეს დასავლელი პარტნიორის მხრიდან უსამართლობა იქნება.
ამასთან, ვოლსკი გრიგოლ ლილუაშვილის აშშ-ში ვიზიტსაც ეხმიანება და ირწმუნება, რომ ის იქ ივანიშვილს შიკრიკად არ გაუშვია.
არ ველოდები (სანქვციებს). სამართლიანობის თემას მე ვერანაირად ვერ მოვხსნი დღის წესრიგიდან, იმიტომ, რომ უსამართლო იქნება ნებისმიერი სანქციის თემა. კრიტიკაც კი უსამართლოდ მიმაჩნია. საქართველოში გამჭვირვალობის თემა არის უფრო ნაკლებად აქტუალური, ვიდრე საფრანგეთში, ევროპაშ. ლილუაშვილმა პარლამენტში ყოფნის დროს განაცხადა, რომ იგი აპირებს აშშ-ში ჩასვლას დიდი ხნის წინ და თქვენ წარმოადგინეთ ეს რაღაც უჩვეულო მოვლენად. ზოგიერთმა პოლიტიკურმა ბედოვლათმა ადამიანმა განაცხადა, რომ თითქოს შიკრიკად წავიდა აშშ-ში ბიძინას დავალებით. ამის დაკავშირება ბლინკენის განცხადებასთან არასწორია, - ამბობს ვოლსკი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გუშინ ისევ "ქართული ოცნების" მიერ დამტკიცებული რუსული კანონის საფრთხეებზე ისაუბრა და საქართველოს ხელისუფლებას დამატებითი სანქციები დაუანონსა.