რამდენი შიკრიკიც არ უნდა გააგზავნოს ივანიშვილმა აშშ-ში, სანქციებისგან თავს მაინც ვეღარ გადაირჩენს - ნაცვლიშვილი

02.07.24 15:21
რამდენი შიკრიკიც არ უნდა გააგზავნოს ივანიშვილმა აშშ-ში, სანქციებისგან თავს მაინც ვეღარ გადაირჩენს - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ რამდენი შიკრიკიც არ უნდა გააგზავნოს ივანიშვილმა აშშ-ში, რომ სანქციები თავიდან აიცილოს, ეს მას მაინც არ გამოუვა. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილმა რუსეთის დავალება ძალიან მკაფიოდ შეასრულა და ამიტომ სანქციები მას არ აცდება. 


სანქციები უახლოვდება ივანიშვილს და რამდენი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს მას, რომ შიკრიკები აგზავნოს აშშ-ში და თავი გადაირჩინოს, ის ვერ მოახერხებს თავი გადაირჩინოს მაშინ, როდესაც ძალიან მკაფიოდ შეასრულა რუსეთის დავალება, წავიდა ქართველი ხალხის და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ და ამზადებს ამ ქვეყნის მეორედ გასაბჭოების გეგმას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 
 

გიორგი გახარიამ ორი დღის წინ თქვა, რომ ბიძნა ივანიშვილმა მისი საქმეების დასალაგებლად ერთ-ერთი ძალოვანი გააგზავნა. მოგვიანებით, "პირველებს" სუსში დაუდასტურეს, რომ უწყების უფროსი ამერიკაში ნამდვილად გაემგზავრა.