გაჭირვებით სავსე ქალაქში კალაძე 100 ათასობით ლარს ხარჯავს სიძულვილის ენაში - ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, დარწმუნებულია, რომ თბილისის მასშტაბით სიძულვილის ენის შემცველი პოსტერების გაკვრა კახა კალაძის ორგანიზებით მოხდა. ხაბეიშვილი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გია იაკობაშვილი, რომელმაც პოსტერების გაკვრაზე პასუხისმგებლობა აიღო, მერიის მაღალჩინოსნის, ეკატერინე მაჩიტაძის, მეუღლეა.
გაჭირვებით სავსე ქალაქში კალაძე 100 ათასობით ლარს ხარჯავს სიძულვილის ენაში. ეს არის პირდაპირ კალაძის დაკვეთით გაკეთებული, შესაბამისად, ნებისმიერი მოკვლევით, რა თქმა უნდა, კვალი მივა თბილისის მერამდე და "ქართულ ოცნებამდე", - ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პოსტერების გაკვრაზე ხელისუფლების დაკვეთით პასუხისმგებლობა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს ყოფილმა წევრმა, გია იაკობაშვილმა, აიღო. მერიას სიძულვილის შემცველი პოსტერები ამ დრომდე არ ჩამოუხსნია.