საგამოძიებო მოქმედებები ავიაკატასტროფის ადგილზე გრძელდება - უახლესი კადრები

02.07.24 17:47
საგამოძიებო მოქმედებები ავიაკატასტროფის ადგილზე გრძელდება - უახლესი კადრები

 

 

 

ავიაკატასტროფა ბოლნისში - ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. როგორც "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, შემთხვევის ადგილზე მაშველებთან ერთად თვითმფრინავის ფრაგმენტების ძიებაში სოფელ დისველში მცხოვრებლებიც მონაწილეობენ.

"პირველებისთვის" მოწოდებულ კადრებში ჩანს, თავდაცვის ძალების კუთვნილი თვითმფრინავის ფრაგმენტიც.

სოფელ დისველში, სადაც თავდაცვის ძალების კუთვნილმა საფრენმა აპარატმა კატასტროფა განიცადა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ადგილზე პოლიციელები და საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები დეტალურ გამოკვლევას აწარმოებენ.