ოპოზიციის რადიკალური ნაწილი წინასწარ ემზადება არჩევნების დისკრედიტაციისთვის - თალაკვაძე

26.07.21 13:24
ოპოზიციის რადიკალური ნაწილი წინასწარ ემზადება არჩევნების დისკრედიტაციისთვის -  თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, თქმით,  ოპოზიციის ნაწილი არჩევნების დისკრედიტაციისთვის წინასწარ ემზადება. თალაკვაძე მოუწოდებს ოპოზიციას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. 

ოპოზიცია გაურბის პარლამენტში პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ასევე, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი წინასწარ ემზადება არჩევნების დისკრედიტაციისთვის. თუ ეს ასე არ არის, მათ მაშინ მონაწილეობა უნდა მიიღონ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დამტკიცებაში, ვინაიდან ეს არჩევნები ყველაზე მეტად, ვიდრე ნებისმიერი წინა, არის დამოკიდებული წესებზე და იმ რეგულაციებზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ," - თქვა  თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ  პარლამენტი დღეს უკვე მესამედ შეეცდება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი დაამტკიცოს. თუ დეპუტატების რაოდენობა კვლავ ვერ შეგროვდა, საკანონმდებლო ორგანო კანდიდატების დამტკიცებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეეცდება - ანუ 76 ხმით.