ბუდუ ზივზივაძეს სახლთან ბავშვები ელოდებიან

02.07.24 19:06
ბუდუ ზივზივაძეს სახლთან ბავშვები ელოდებიან

ბუდუ ზივზივაძის სახლთან ბავშვები ელოდებიან. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის საცხოვრებელ სახლთან ბავშვები დილიდან შეიკრიბნენ და მასთან შეხვედრას ელოდებიან.

"ბუდუ, ბუდუ," - მის სახელს სკანდირებენ მოზარდები და ელოდებიან საყვარელ ფეხბურთელთან შეხვედრას.

ჯვაროსნების სრული შემადგენლობა კი საღამოს ქართველ ქომაგებთან შესახვედრად ემზადებიან. ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.