რუსი მომღერალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, საქართველოში შემოუშვეს

26.07.21 13:34
რუსი მომღერალი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, საქართველოში შემოუშვეს

ლევ ლეშჩენკო საქართველოშია. რუსი  მომღერალი, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აფხაზეთშივე ზეიმობდა, შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებს. მან ოკუპაციის კანონი დაარღვია. ჩნდება კითხვა, რატომ შემოუშვეს საქართველოს საზღვარზე რუსი ხელოვანი, რომელიც მუდმივად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ამბობ ტვ პირველთან, რომ ინფორმაცია არ აქვს და მედიისგან გაიგო ლეშენკოს ჩამოსვლის შესახებ. 

არ მაქვს ინფორმაცია ლეშენკოს შესახებ. ვინც დააღვია კანონი,  შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს, ეს არის თქვენი ცნობა, - ამბობს თალაკვაძე.

ინფორმაციას ლეშჩენკოს საქართველოში ჩამოსვლის შესახებ არ ფლობს არც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, მართლა არ ვიცი.    კანონმდებლობის შასაბამისად თუ არის შემოსული, მართლა არ ვიცი - ამბობს ზალკალიანი.                          

,,ნაცმოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის, ინფორმაციით, ლეშჩენკომ დააღვია ოკუპაციის შესახებ კანონი. 

ლეშჩენკო იმყოფებოდა სოხუმში, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. წარმოუდგენელია, ძალიან დიდი თავხედობა და უტიფრობაა. გიდასტურებთ, რომ ლეშენკო უკრაინის ტერიტორიაზე ვერ შედის სწორედ იმიტომ, რომ იგი არ აღიარებს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც საქართველოს მთლიანობას - აცხადებს ხატია დეკანოიძე.