"მართლაც საამაყო ნაკრებია. კიდევ ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ ერთად" - რა უთხრა ბუდუ ზივზივაძემ პატარა ქომაგებს
"მართლაც საამაყო ნაკრებია, ჰქონდეთ ჩვენი იმედი, კიდევ ძალიან ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ ერთად," - ამის შესახებ პატარა გულშემატკივრებთან შეხვედრის დროს ბუდუ ზივზივაძემ ისაუბრა.
ბუდუ ზივზივაძე მადლობას უხდის ქომაგებს და ამბობს, რომ ერთი წლის წინ ვერც წარმოიდგენდა, რომ სახლთან გულშემატკივრები დახვდებოდნენ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ფეხბურთი ასე უყვართ, გულშემატკივრობენ ეროვნულ ნაკრებს და ვიმედოვნებ, რომ მათგანაც ბევრი ითამაშებს ნაკრებში. ძალიან ემოციური ნამდვილად, იმიტომ, რომ ერთი წლის წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ასე ვინმე დაგხვედროდა კორპუსში და შენი ნახვა სდომებოდა,“ - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.
ზივზივაძის თქმით, ეროვნული ნაკრების წევრები გრძნობდნენ მხარდაჭერას.
მადლობა გულშემატკივარს, ძალიან დიდი მხარდაჭერა იგრძნობოდა როგორც გერმანიაში, ისე აქ. იამაყონ ამ ნაკრებით, მართლაც საამაყო ნაკრებია, ჰქონდეთ ჩვენი იმედი, კიდევ ძლიან ბევრ გამარჯვებას მივაღწევთ ერთად.
ქართულ ფეხბურთს აქვს უკვე ორი 26 – 26 მარტი და 26 ივნისი,“ - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.
ზივზივაძის ინფორმაციით, ღირსების ორდენებით ფეხბურთელები დღეს დაჯილდოვდებიან.
ვიცოდით, გამოაცხადა მთავრობამ, რომ დავჯილდოვდებოდით ღირსების ორდენით ყველა ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, ძლიან მნიშვნელოვანია ასეთი პრიზები თითოეული ქართველისთვის და ჩვენც რა თქმა უნდა, ბედნიერები ვართ, რომ ეს დღეს მოხდება, როგორც ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ დღეს გადმოგვცემენ,“ - ამბობს ზივზივაძე.