ხალხის იმედები და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და შევეცდებით, რომ ზრდა გავაგრძელოთ და შედეგებზეც აუცილებლად აისახება - კიტეიშვილი

02.07.24 20:32
ხალხის იმედები და მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და შევეცდებით, რომ ზრდა გავაგრძელოთ და შედეგებზეც აუცილებლად აისახება - კიტეიშვილი

"ხალხის იმედები და ხალხის მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და ნორმალურია, ამის საბაბს ჩვენი თამაში და ჩვენი თამაში აძლევს და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ზრდა გავაგრძელოთ, განვითარდეთ და შედეგებზეც აუცილებლად აისახება," - ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ამბობს.

კიტეიშვილი მადლობელია გულშემატკივრების და ამბობს, რომ ფეხბურთელები შრომას გააგრძელებენ იმისთვის, რომ მათი იმედები გაამართლონ.

კიტეიშვილი ეროვნული ნაკრების მიერ ევრო2024-ზე ჩატარებულ თამაშს იხსენებს:

რა თქმა უნდა, ეს იყო გასაოცარი სამი კვირა. ყოველი დღე იყო განსაკუთრებული ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის და ეს იყო უდიდესი ემოცია ჩვენთვის ფეხბურთელებისთვის, განსაკუთრებით, როცა ვხედავდით ქართველ ხალხს ასე გახარებულს, განსაკუთრებით პორტუგალიის თამაშის შემდეგ. დღეს ამდენი ხალხი დაგვხვდა, უდიდესი მადლობა მათ.
გასახდელში ალბათ, ძალიან დიდი ემოცია იყო ჯგუფიდან გასვლის. რა თქმა უნდა, პორტუგალიის ნაკრები არის მაღალი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, თამაშობს მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ძალიან რთული იყო, მაგრამ მოვახერხეთ გუნდურობით, ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, რომ მოედანზე მაქსიმალურად საუკეთესოდ გამოგვეყენებინა ჩვენი შანსები.
ხალხის იმედები და ხალხის მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ჩვენ მიმართ და ნორმალურია, ამის საბაბს ჩვენი თამაში და ჩვენი თამაში აძლევს, ეს ძალიან მისასალმებელია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით რომ ზრდა გავაგრძელოთ, განვითარდეთ და შედეგებზეც აუცილებლად აისახება," - ამბობს კიტეიშვილი.