21:45 საათზე საქართველოს პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს შეუერთდება

02.07.24 20:55
21:45 საათზე საქართველოს პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს შეუერთდება

"პირველების" ინფორმაციით, 21:45 საათზე საქართველოს პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს შეუერთდება.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, შეცვალა თუ არა პოზიცია ხელისუფლებამ და შეძლებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოებას.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრების არმია იკრიბება. ისინი ერთი მიზნით მიდიან - მადლობა უთხრას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანეს.

ზუსტად ერთ საათში თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ეროვნული ნაკრების გმირი ბიჭები ავლენ და იმ ხალხს მიმართავენ, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა.