ჭყონია: ჩვენ ვიგებდით თავდადებით. ევროპას აჩვენეს, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი
„ჩვენ ვიგებდით თავდადებით“ - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ „რეაქციაში“ ისაუბრა და ეროვნული ნაკრების ევრო2024-ზე თამაშს გამოეხმაურა.
როგორც ჭყონია ამბობს, ფეხბურთელები მეომრებივით იბრძოდნენ და თითოეული ფეხბურთელის, ასევე გულშემატკივრის როლზე ისაუბრა.
"თავდადებული ადამიანების არმია ჩავიდა საქართველოდან... მთელი კოკა-კოლა იყო გაკრეფილი სამსახურიდან, მე დამჩაგრეს, არმია ჩადიოდა, რომ ეჩვენებინათ, როგორია ჩვენი ქვეყანა," - ამბობს ჭყონია და ყვება, რა როლი ჰქონდა გულშემატკივრების მობილიზებას.
წარმოუდგენელი რამ გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა საქართველოს იმიჯის ასაწევად ასეთ დონეზე.
ისმოდა საქართველოს ჰიმნნი, გამოფენილი იყო საქართველოს ეროვნული დროშა, სავსე იყო არაჩვეულებრივი გულშემატკივრით სტადიონი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სტადიონზე იყვნენ ჩვენი გულშემატკივრები წარმოდგენილი ოჯახებით, ეს ნიშნავს უდიდეს სიყვარულს ქვეყნის მიმართ, არა მხოლოდ ფეხბურთის.
შინაარსობრივად ამ ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება გაერთიანების სერიოზული მიზანი და ქართველი ერი ერთიანდება ქვეყნისთვის ისეთ დონეზე, რომ ბევრ ქვეყანას ვერც წარმოუდგენია და გაერთიანების დონე, კულტურით, შინაარსობრივად ჩვენმა გულშემატკივრებმა სიმღერებით, კულტურული ქცევით მთელ ევროპას აჩვენეს, რომ ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი და შეგვიძლია ძალიან ბევრი შევიტანოთ ევროპაში, როგორც ევროპას ჩვენში, ამიტომ ამ მოვლენას ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ფეხბურთის წარმოჩენით, ისე ჩვენი ქვეყნის წარმოჩენითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,“ - ამბობს ჭყონია.