ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი აკადემიის აღზრდილებით, უდიდესი მოტივაცია იყო, როდესაც რონალდო ჩამოვიდა მათთან - ფიფია

02.07.24 21:38
ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი აკადემიის აღზრდილებით, უდიდესი მოტივაცია იყო, როდესაც რონალდო ჩამოვიდა მათთან - ფიფია

"ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი აკადემიის აღზრდილებით, უდიდესი მოტივაცია იყო, როდესაც რონალდო ჩამივიდა მათთან" - ამის შესახებ "რეაქციაში" თბილისის დინამოს პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ ისაუბრა.

რომან ფიფიას თქმით, საბავშვო ფეხბურთში ფინანსების მობილიზებამ შედეგი გამოიღო და დინამოს აკადემიის აღზრდილები ახლა თავიანთ კუმირების წინააღმდეგ თამაშობენ.

ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დღევანდელი ეს გამარჯვება ჩვენი სახელოვანი ნაკრების, რაღაც პატარა, საშუალო თუ დიდი, არ ვიცი, როგორ შეაფასებს აას ჩვენი გულშემატკივარი, შევიტანეთ ჩვენი წვლილი.
ნამდვილად ვამაყობთ ჩვენი აკადემიის აღზრდილებით, უდიდესი მოტივაცია იყო, როდესაც რონალდო ჩამივიდა მათთან, რონალდოს ჩამოსვლამ და მასთან მიკარებამ ჩემი აზრით, უდიდესი მოტივაცია შეიტანა ამ ბავშვებში. ოცნების კუმირი აგერ ამათ გვერდში იდგა და გკენწლავდა ბურთს, ამიტომ ყველაფერს აქვს თავის მნიშვნელობა. ეს მომენტი, იხსენებდა ხვიჩა, რომ ოცნება ავიხდინეო, ჩვენი კუმირი იყოო და მაგის გვერდში იყო, ეს არ იყო ადვილი, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, ბევრი გაიგებს დანარჩენ მომენტებს არ დავასახელებ, რონალდოს ჩამოსვლებს, ასეთი ვარსკვლავები, რომ უბრალოდ არ ჩამოდიან ქვეყნებში, საქართველოც არ იყო ცნობილი საფეხბურთო სამყაროში - ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო და შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც ეტაპზე მიმაჩნია, რომ ის მისია, რასაც ჰქვია თბილისის დინამოს დარასელიას სახელობის აკადემიის ჩამოყალიბება, როგორც ინსტიტუცია, შედგა და ეს არის დიდი ბედნიერება,“ - ამბობს რომან ფიფია.