ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ავტობუსი თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ავტობუსი თავისუფლების მოედნისკენ დაიძრა. მათ მესხის სტადიონი რამდენიმე წუთის წინ დატოვეს.
ისინი სახალხო ზეიმისთვის თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, სადაც გულშემატკივრები ელოდებიან.
ფეხბურთელების ავტობუსს მოყვებიან ქომაგები, ნაწილი ფეხით, ნაწილი ავტომობილით.
ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრების არმია იკრიბება. ისინი ერთი მიზნით მიდიან - მადლობა უთხრას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანეს.
თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ეროვნული ნაკრების გმირი ბიჭები ავლენ და იმ ხალხს მიმართავენ, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა.