მინდა, რომ ეს ზღაპარი გაგრძელდეს და უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ - გიორგი ჩაკვეტაძის დედა
"ყველა ბედნიერია და მინდა, რომ ეს ზღაპარი გაგრძელდეს და უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ," - ამის შესახებ "რეაქციაში" მთვარისა რუხაძე საუბრობს.
გიორგი ჩაკვეტაძის დედა იმედოვნებს, რომ ზღაპარი გაგრძელდება და "ბოლო ძალიან კარგი იქნება".
ჩვენს ბიჭებს ვულოცავ ამ წარმატებას, დიდი სიხარული მოგვანიჭეს, ზღაპარში გვამყოფეს სამი კვირა. ბედნიერი ვარ, ძალიან დიდი სიხარულია.
ალბათ, ყველა ბედნიერია და მინდა, რომ ეს ზღაპარი გაგრძელდეს და უფრო დიდ წარმატებებს მივაღწიოთ.
ძალიან მიყვარდა ფეხბურთი და გიორგი ყოველ დღე ცდილობდა ადრე მისულიყო და ყოველთვის ძალიან კარგად ვარჯიშობდა. მიზანს მიაღწია და პატარა ბიჭებსაც ვეტყვი, რომ თუ მიზანს დაისახავთ, აუცილებლად მიაღწევთ და გაიმარჯვებთ.გიოორგი ძალიან თავმდამბალია, არ უყვარს ბევრი ლაპარაკი საერთოდ, მშვიდია ძალიან და არც პოპულარობა ხიბლავს, ტელევიზიები არ უყვარს, მაგრამ ძალიან ბედნიერია. ბოლო თამაშების შემდეგ გიორგი შეიცვალა და სხვანაირი გახდა. გიორგიმ ძალიან ბევრი გადაიტანა, მაგის ადგილზე ბევრი მიატოვებდა ფეხბურთს, ძალიან გახარებული ვარ, რომ ამ დღეს მოვესწარი, მთელ საქართველოს მოვეფერები და მივულოცავ," - ამბობს მთვარისა რუხაძე.