"ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ აქ ვართ!" - საზეიმო მსვლელობა თავისუფლების მოედანს უახლოვდება
მადლობა ნაკრებს! - საზეიმო მსვლელობა თავისუფლების მოედანს უახლოვდება. მსვლელობით ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიხეილ მესხის სტადიონიდან დაიძრნენ.
"ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ აქ ვართ! ჩვენ ვართ საქართველო" - ისმის ფეხბურთელების შეძახილები მათივე ლაივებში. ქომაგები მათ მაისურებს, დროშებს ესვრიან, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები კი ავტოგრაფებს უტოვებენ და უკან უბრუნებენ დროშებსა და მაისურებს.
მათ მიყვებიან გულშემატკივრები როგორც ავტომობილებით, სკუტერებით, ასევე ფეხით.
თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრების არმია იკრიბება. ისინი ერთი მიზნით მიდიან - მადლობა უთხრას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანეს.
თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ეროვნული ნაკრების გმირი ბიჭები ავლენ და იმ ხალხს მიმართავენ, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა.