"მიყვარხართ" - მამარდაშვილის სთორი

02.07.24 22:35
"მიყვარხართ" - მამარდაშვილის სთორი

"მიყვარხართ" - ეს მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში დადო. ის მადლობას უხდის გულშემატკივარს, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონიდან თავისუფლების მოედნისკენ მათთან ერთად მსვლელობით მიემართებიან.

მამარდაშვილის გარდა, სოციალურ ქსელში ფოტოებს და ვიდეოებს დებენ ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებიც და მადლობას უხდიან ქომაგებს გულშემატკივრობისთვის.

თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრების არმია იკრიბება. ისინი ერთი მიზნით მიდიან - მადლობა უთხრას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანეს.

თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ეროვნული ნაკრების გმირი ბიჭები ავლენ და იმ ხალხს მიმართავენ, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა.