ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ

02.07.24 22:45
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მივიდნენ. თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრების არმიაა შეკრებილი. ისინი ერთი მიზნით მივიდნენ - მადლობა უთხრას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებმაც ქვეყანას უდიდესი წარმატება მოუტანეს.

თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე ეროვნული ნაკრების გმირი ბიჭები ავლენ და იმ ხალხს მიმართავენ, რომელიც ბოლო სამი კვირის განმავლობაში მხოლოდ ფეხბურთით ცხოვრობდა. 

თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან როგორც პრემიერი, ისე პრეზიდენტი. თუმცა უცნობია, როგორ მოახერხებს სალომე ზურაბიშვილი ფეხბურთელების დაჯილდოებას.