ბურთის გარეშე პირველად ვარ. ძალიან დიდი მადლობა ენერგიისთვის - კვეკვესკირი
„ბურთის გარეშე პირველად ვარ. ძალიან დიდი მადლობა ენერგიისთვის," - ამ სიტყვებით მიმართა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ქომაგებს ნიკა კვეკვესკირმა.
ნიკა კვეკვესკირმა ქომაგების არმიას გუნდის წევრები წარუდგინა.
ძალიან დიდი მადლობა იმ ენერგიისთვის, რასაც გვაძლევთ და ამ გუნდის უდიდესი ძალაა ის, რომ გულშემატკივრებს და ჩვენს გუნდს შორის არის დიდი სინერგია,“ - ამბობს ნიკა კვეკვესკირი.