პრეზიდენტი: სიხარული და სიხარული - ასეთი ბევრი გვჭირდება, ახალი ენერგია გვჭირდება შემდეგი გამარჯვებისთვის

02.07.24 23:55
პრეზიდენტი: სიხარული და სიხარული - ასეთი ბევრი გვჭირდება, ახალი ენერგია გვჭირდება შემდეგი გამარჯვებისთვის

"ახალი ენერგია გვჭირდება შემდეგი გამარჯვებისთვის" - ამის შესახებ "პირველებთან" სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდეობის შემდეგ ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველ ხალხს გამარჯვებები სჭირდება.

სიხარული, სიხარული და სიხარული - ასეთი ბევრი გვჭირდება, ახალი ენერგია გვჭირდება შემდეგი გამარჯვებისთვის,“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა.

სახალხო ზეიმი დასრულდა თავისუფლების მოედანზე. ფეხბურთელები ტოვებენ ტერიტორიას. მანამდე ისინი გულშემატკივრებს შეხვდნენ, ავტოგრაფები დაუტოვეს და მადლობა გადაუხადეს გულშემატკივრობისთვის.