პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები მესამედაც ვერ აირჩია

26.07.21 13:53
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები მესამედაც ვერ აირჩია

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები ისევ ვერ აირჩია.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტის დეპუტატების ხმათა 2/3 უკვე მესამედ ვერ მოიპოვეს.

26 ივლისის სესიაზე კენჭისყრის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატები:

გიორგი კალანდარიშვილი - 81 მომხრე, 7 წინააღმდეგი
გიორგი სანტურიანი - 3 მომხრე, 8 წინააღმდეგი
ცესკოს წევრობის კანდიდატები:

გია ცაცაშვილი -  77 მომხრე, 7 წინააღმდეგი;
ლელა ტალიური -  17 მომხრე,  0წინააღმდეგი;
თამარ სართანია - 14 მომხრე, 5 წინააღმდეგი;
მაია ზარიძე - 78 მომხრე, 5 წინააღმდეგი.


საკითხი მეოთხედ კენჭისყრაზე შემდეგ რიგგარეშე სხდომაზე გავა და საკანონმდებლო ორგანო კანდიდატების დამტკიცებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76 ხმით, შეეცდება.