სანქციები "ოცნებას" და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება - თინა ბოკუჩავა სენატორ ბენ კარდინს შეხვდა

03.07.24 11:23
სანქციები "ოცნებას" და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება - თინა ბოკუჩავა სენატორ ბენ კარდინს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. პარტიის თავმჯდომარე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს შეხვდა.

თინა ბოკუჩავამ სენატორ კარდინს ქართველი ხალხის აქტის ინიცირებისთვის მადლობა გადაუხადა, რომელიც ითვალისწინებს მოგზაურობის აკრძალვასა და სხვა სანქციების დაწესებას "ქართული ოცნების" იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ხელის შეშლაში.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებაზე.
 

შეგახსენებთ, რომ ბენ კარდინი საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების გამო აკრიტიკებდა. სენატორის თქმით, პუტინისტურმა კანონმა ქვეყანას დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და ევროკავშირს დააშორა. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. სენატორი მიიჩნევს, რომ "ოცნების" ეს ნაბიჯი აშშ-ს საქართველოსთან გადახედვის მიზეზია.