გპირდებით, რომ შრომას გავაგრძელებთ და უფრო უკეთესად წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპასა და მსოფლიოზე - კიტეიშვილი
გპირდებით, რომ შრომას გავაგრძელებთ და უფრო უკეთესად წარმოვაჩენთ საქართველოს ევროპასა და მსოფლიოზე - ეს იყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის სათქმელი გუშინდელი საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ.
კიტეიშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ ქართველი ხალხის გულშემატკივრობამ ფეხბურთელებს უდიდესი მუხტი და ენერგია მისცა.
უბედნიერესები ვართ დღევანდელი დღით, საოცარი დღეა საქართველოს ისტორიაში. ის ემოციები, რაც დღევანდელ დღეს მოაქვს, დაუვიწყარია. ყველა ჩვენგანისთვის დიდი ბედნიერების მომტანია. ჩვენ შეგვიძლიათ დაგპირდეთ, რომ გავაგრძელებთ შრომას აუცილებლად. ამ ემოციამ რა მუხტიც მოიტანა, ეს არის ჩვენთვის უდიდესი მოტივაცია, რომ საქართველო კიდევ და კიდევ, უფრო ხშირად, უფრო დიდი რაოდენობით და უფრო უკეთესად წარმოვაჩინოთ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.