მიხარია, რომ ქართველი ხალხი გავახარეთ, გავაბედნიერეთ და გავაერთიანეთ - ლორია
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია ქართველ ხალხს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის.
ლორია ამბობს, რომ იმაზე მეტი ბედნიერება არაფერია, როცა ამდენი ხალხი ბედნიერი და ერთიანია.
ძალიან მაგარია. მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. მიხარია, რომ ქართველი ხალხი გავახარეთ, გავაბედნიერეთ და გავაერთიანეთ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს, რომ ამდენი ხალხი ასეთი ბედნიერია", - თქვა გიორგი ლორიამ "პირველებთან".