ხელისუფლება, რომელსაც მთავარ პროკურორად აშშ-ს მიერ აგენტად აღიარებული ადამიანი ეჯდა, ახალ პროკურორს სამართლიანად არ შეარჩევს - ბოტკოველი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გიორგი ბოტკოველი ფიქრობს, რომ ხელისუფლება, რომელსაც მთავარ პროკურორად აშშ-ს მიერ აგენტად აღიარებული ადამიანი ეჯდა, ახალ პროკურორს სამართლიანად არ შეარჩევს. ოპოზიციის წევრის თქმით, დღეს ქვეყანაში არ არსებობს პროკურატურა, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტლებებს მიიღებს.
ხელისუფლება, რომელსაც გენერალურ პროკურორად ეჯდა ადამიანი, რომელიც პირდაპირ არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღიარებული რუსეთის გავლენის აგენტად, იმ ხელისუფლებისგან დღეს რომელიმე კანდიდატურის წამოყენებაც უკვე ეჭვქვეშ არის დამდგარი და ის რეალურად ვერ შეასრულებს დამოუკიდებელ ფუნქციას, რომელსაც უნდა ასრულებდეს გენერალური პროკურორი. პროკურორი, რომელიც ჰყავდა საქართველოს, მე ფარცხალაძეს ვგულისხმობ, და რომელმაც ბრალი წაუყენა საქართველოს პრეზიდენტს, ეს რეალობა უკვე ასახავს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს პროკურატურა, რომელიც სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს,- განაცხადა ბოტკოველმა.