ლაგოდეხის მერმა ბავშვთა სახელმძღვანელოში საკუთარი ფოტო განათავსა - ,,ენმ"-ს წევრი
ლაგოდეხის მერმა ბავშვთა სახელმძღვანელოებში საკუთარი სურათი გამოაქვეყნა - ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოციალურ ქსელში წერს. ნიკა ნოზაძე აღნიშნავს, რომ ,,ოცნების" მაღალჩინოსანი საკუთარ თავს ცნობილ მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან აიგივებს.
ლაგოდეხის მერმა, ბავშვთა სახელმძღვანელოებში, თავისი ფოტო გამოაჭიმინა და ისე დაარიგა
იქ, ილიაც ესაა და აკაკიც.
მაგარი გადარჩენილები ვართ, რომ ბიძინა ამას არ გავს - წერს ნიკა ნოზაძე სოციალურ ქსელში.